ქუთაისში ხანძარია: იწვის სავაჭრო ცენტრის საწყობი

Sputnik
თბილისი, 27 აგვისტო – Sputnik. ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე საბითუმო სავაჭრო ცენტრ „ჯიბეს“ საწყობში ხანძარი გაჩნდა, იუწყება ტელეკომპანია „ფორმულა“.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურები მუშაობენ - ტერიტორიაზე ამ დროისთვის ძლიერი დაკვამლიანებაა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ხანძრის გაჩენამდე აფეთქების ხმა გაიგეს.