თბილისი, 27 აგვისტო – Sputnik მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ორ ქვეითს, შემდეგ კი „ლიბერთი ბანკის“ შენობას შეეჯახა, იუწყება ტელეკომპანია „ფორმულა“.
არსებული ინფორმაციით, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მსუბუქი ავტომობილის მძღოლი უმნიშვნელო დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.