თბილისი, 27 აგვისტო — Sputnik. ბათუმში კვირის დასაწყისი წვიმიანი იქნება. ორშაბათს სინოპტიკოსები ცვალებად მოღრუბლულობას ვარაუდობენ, სამშაბათსა და ოთხშაბათს კი წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის საშუალო ტემპერატურა დღის საათებში +30 გრადუსი იქნება, ღამით კი 19 გრადუსამდე დაიკლებს.
ორშაბათს, 28 აგვისტოს, ბათუმში მზიანი უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით პლუს 22, დღისით მაქსიმალური კი 30 გრადუსი იქნება.
სამშაბათს, 29 აგვისტოს, ბათუმში მოსალოდნელია წვიმა. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით პლუს 27, ღამით მინიმალური კი პლუს 23 გრადუსია ნავარაუდევი. ქარის სიჩქარე წამში 8 მეტრი იქნება.
ოთხშაბათს, 30 აგვისტოს, ბათუმში სინოპტიკოსები წვიმას პროგნოზირებენ. ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით პლუს 24, დღისით მაქსიმალური პლუს 30 გრადუსი იქნება. ქარის სიჩქარე წამში 10-15 მეტრი იქნება.
ხუთშაბათს, 31 აგვისტოს, ბათუმში მოიღრუბლება. ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით 20, დღისით მაქსიმალური კი 31 გრადუსია ნავარაუდევი.
პარასკევს, 1 სექტემბერს ბათუმში მოღრუბლული, მაგრამ უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით 19 გრადუსი, მაქსიმალური კი 30 გრადუსია მოსალოდნელი.
შაბათს, 2 სექტემბერს ბათუმში იწვიმებს. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით პლუს 28, ღამით მინიმალური კი პლუს 20 გრადუსია ნავარაუდევი. ქარის სიჩქარე წამში 6 მეტრი იქნება.
კვირას, 3 სექტემბერს ბათუმში ღრუბლიანი ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით პლუს 20, დღისით მაქსიმალური პლუს 31 გრადუსი იქნება.