მიიჩნევა, რომ ოპტიკური ილუზიები ადამიანებს პიროვნული თვისებებისა და რეალური სურვილების ამოცნობაში ეხმარება.
როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, ამისთვის ხშირად გამოიყენება ნახატები, რომლებიც ხუთი სხვადასხვა გამოსახულებისგან შედგება. მათგან დანახული პირველი გამოსახულება არის კიდეც ის, რომელიც ძალიან ბევრს მეტყველებს ადამიანზე − მის ხასიათზე, პიროვნულ თვისებებზე, მისწრაფებებსა და სასიყვარულო ურთიერთობებზეც კი.
ქვემოთ სწორედ ასეთ ვიზუალურ ტესტს გთავაზობთ.
ვიზუალური ტესტი
თუ შემოთავაზებულ ნახატზე პირველი დაინახეთ:
მამაკაცის სახე − ე.ი. სასიყვარულო ურთიერთობებში თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი − გაგებაა.
სპეციალისტების თქმით, ისინი, ვინც ნახატზე მამაკაცის სახეს ხედავენ, შრომისმოყვარე ადამიანები არიან, რომლებიც ცდილობენ, რომ საყვარელი ადამიანების პატივისცემა, აღფრთოვანება და დაფასება დაიმსახურონ.
ამბობენ, რომ ეს ადამიანები ადვილად უგებენ ირგვლივ მყოფებს მათზე ყურადღებით დაკვირვების შედეგად. დაკვირვებებზე დაყრდნობითვე შეუძლიათ აღმოაჩინონ საკუთარი „განსაკუთრებული მხარეებიც“.
როგორც წესი, ასეთი ადამიანები გარშემო მყოფებს თავის მხოლოდ იმ ვერსიას აჩვენებენ, რომელთანაც ურთიერთობა კომფორტულია და სასიამოვნო.
მამაკაცი პალტოში − ე.ი. თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია – იპოვოთ ადამიანი, რომელიც ისეთს მიგიღებთ, როგორიც ხართ.
ამბობენ, რომ ის, ვინც ამ ნახატზე პირველს პალტოში გამოწყობილ მამაკაცს ხედავს, გულში „ღრმა ნაღველი აქვს დამარხული“ და ის ნათლად აცნობიერებს ცხოვრების რეალობას. ანუ ასეთებს ესმით, რომ გააზრებული არსებობისთვის ბედნიერებასა და სევდას შორის ბალანსის მოძებნაა საჭირო.
მაგიდაზე მწოლიარე ჩვილი − ე.ი. მოწყურებული ხართ მზრუნველობას, ანუ ურთიერთობაში გსურთ იგრძნოთ, როგორ ზრუნავენ თქვენზე.
ამბობენ, რომ ადამიანები, რომლებიც პირველ რიგში ჩვილს ხედავენ ამ ნახატზე, როგორც წესი, თავს უძლურად გრძნობენ ურთიერთობებშიც და ცხოვრებაშიც. მიუხედავად იმისა, რომ შეუძლიათ პასუხისმგებლობა მთლიანად საკუთარ თავზე აიღონ, თავს ხშირად დაუცველად გრძნობენ და ჰგონიათ, რომ ნებისმიერ მომენტში შეიძლება მოხდეს „რაღაც ისეთი“.
მოკლედ რომ ვთქვათ, ასეთი ადამიანი ეძებს პარტნიორს, რომელიც მხარში ამოუდგება და ცხოვრებისეული ტვირთის ზიდვაში დაეხმარება.
ჯადოქარი, რომელიც ერთდროულად ორ წიგნს კითხულობს − ე.ი. თქვენთვის მთავარია, რომ სულიერი კავშირი იგრძნოთ.
როგორც ამბობენ, ასეთები ცხოვრების მიმართ განსაკუთრებულ ცნობისმოყვარეობას იჩენენ და ეძებენ ისეთ პარტნიორს, რომელთანაც სულიერი კავშირი ექნებათ. გარდა ამისა, უყვართ ცვლილებები და იზიდავთ ისეთი ადამიანები, რომლებიც მათსავით ცნობისმოყვარეები არიან.
თეთრსამოსიანი ქალები − ე.ი. თქვენთვის მთავარია, რომ პარტნიორისგან გამოწვევა იგრძნოთ.
როგორც სპეციალისტები ამბობენ, ისინი, ვინც პირველ რიგში თეთრსამოსიან ქალებს ხედავენ ნახატზე, ჯიუტი ადამიანები არიან, რომლებიც ძალიან კონცენტრირებული არიან და კარგად აკონტროლებენ საკუთარ თავსაც და საკუთარ ცხოვრებასაც. ამასთან ისინი დარწმუნებული არიან, რომ ცხოვრება ბევრად უფრო ადვილი იქნებოდა, თუ ყველა ენდობოდა და ადამიანები მათ რჩევებს ზუსტად გაითვალისწინებდნენ.
ამის გამო ისინი შესაძლოა ეგოისტებადაც გამოიყურებოდნენ, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ უმეტესად მართლები არიან დაკვირვებებში, აღქმებში, განსჯებში, აზრებში, რწმენასა და ემოციებში.