თბილისში თითქმის 12 ათასი ოჯახი გაზის გარეშე დარჩა

გაზმომარაგება კვირას, 27 აგვისტოს აღდგება.
Sputnik
თბილისი, 26 აგვისტო – Sputnik. ვაზისუბანში 11,8 ათასი ოჯახს გაზსადენის დაზიანების გამო გაზმომარაგება შეუწყდა, იუწყება „თბილისი ენერჯი“.
კომპანიის ინფორმაციით, შპს „გიმანმა" შენობის დემონტაჟის დროს „თბილისი ენერჯის“ კუთვნილი გაზსადენი დააზიანა.
მოსახლეობის გარდა, გაზის გარეშე დარჩა საბავშვო ბაღები, სკოლები, სპორტული ცენტრი, გაზგასამართი სადგურები და ადგილობრივი ტაძარი.
გაზმომარაგება კვირას, 27 აგვისტოს აღდგება.