სიღნაღის მუზეუმში იაპონური თოჯინების გამოფენა გაიხსნა

ექსპონატებს შორის წარმოდგენილია თოჯინები, რომელთა წარმოშობაც ძველ დროში ავი სულებისგან განდევნის რიტუალებს უკავშირდება
Sputnik
თბილისი, 26 აგვისტო – Sputnik. სიღნაღის მუზეუმში დამზადების განსაკუთრებული ტექნიკით გამორჩეული იაპონური თოჯინების გამოფენა გაიხსნა, ნათქვამია იაპონიის საელჩოს განცხადებაში.
გამოფენა „იაპონური თოჯინების ხელოვნება და სილამაზე“ სიღნაღში
გამოფენა „ნინგიო - იაპონური თოჯინების ხელოვნება და სილამაზე“, იაპონიის ფონდის ორგანიზებითა და საქართველოში იაპონიის საელჩოს ხელშეწყობით იმართება. მხარდამჭერები არიან ასევე სიღნაღის მუზეუმი, კულტურის სამინისტრო და ეროვნული მუზეუმი.
გამოფენა „იაპონური თოჯინების ხელოვნება და სილამაზე“ სიღნაღში
იაპონიის ფონდის მისიაა, ხელი შეუწყოს მსოფლიოსთან იაპონიის კულტურული ურთიერთობის გაღრმავებას.
გამოფენა „იაპონური თოჯინების ხელოვნება და სილამაზე“ სიღნაღში
იაპონური ხელოვნებისა და კულტურის უცხოეთისთვის გასაცნობად ფონდი განუწყვეტლივ ახორციელებს „მოგზაური გამოფენის“ პროგრამას, რომელიც მოიცავს ფონდის კოლექციის ნამუშევრებს და ყოველწლიურად მსოფლიოს დაახლოებით 80 მუზეუმსა და საგამოფენო სივრცეში ტარდება.
გამოფენა „იაპონური თოჯინების ხელოვნება და სილამაზე“ სიღნაღში
„მოგზაურ გამოფენებში“ წარმოდგენილია ნამუშევრები ხელოვნების 15 სხვადასხვა მიმართულებიდან. მათ შორის არის: თანამედროვე ხელოვნება, ხელნაკეთობა, ფოტოგრაფია, არქიტექტურა, დიზაინი, მანგა და იაპონური თოჯინების კულტურა.
გამოფენა „იაპონური თოჯინების ხელოვნება და სილამაზე“ სიღნაღში
„ნინგიო - იაპონური თოჯინების ხელოვნება და სილამაზე“ ძალიან პოპულარული „მოგზაური გამოფენაა“.
გამოფენა „იაპონური თოჯინების ხელოვნება და სილამაზე“ სიღნაღში
თოჯინების კულტურა, რომელიც იაპონიის ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე ჩამოყალიბდა, წარმოდგენილია 67 რჩეული თოჯინით, რომლებიც იაპონური თოჯინების არქეტიპებად ითვლება.
გამოფენა „იაპონური თოჯინების ხელოვნება და სილამაზე“ სიღნაღში
გამოფენაზე სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ ახლოდან გაეცნონ იაპონური თოჯინების კულტურას, მათი შექმნისა და განვითარების მრავალწლიან ისტორიას, აღნიშნავენ ორგანიზატორები.
გამოფენა „იაპონური თოჯინების ხელოვნება და სილამაზე“ სიღნაღში
ექსპონატებს შორის წარმოდგენილია თოჯინები, რომელთა წარმოშობაც ძველ დროში ავი სულებისგან განდევნის რიტუალებს უკავშირდება, ასევე თოჯინები, რომელთაც ოსტატური შესრულება და დახვეწილი ტექნიკა გამოარჩევთ.
გამოფენა „იაპონური თოჯინების ხელოვნება და სილამაზე“ სიღნაღში
„ამგვარად, გამოფენაზე შეძლებთ თვალი ადევნოთ „თოჯინების კულტურის გავრცელების ისტორიას“ უძველესი დროიდან დღემდე“, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
გამოფენა „იაპონური თოჯინების ხელოვნება და სილამაზე“ სიღნაღში
აღსანიშნავია, რომ სიღნაღის მუზეუმს იაპონიის ფონდსა და იაპონიის საელჩოსთან ხუთწლიანი თანამშრომლობა და მეგობრობა აკავშირებს. სწორედ აქ მოეწყო 2017 წელს იაპონიის თოჯინების „მოგზაური გამოფენა“.
გამოფენა „იაპონური თოჯინების ხელოვნება და სილამაზე“ სიღნაღში
მას შემდეგ იაპონიის საელჩოს ინიციატივით გაიმართა იაპონელი ხელოვანისა და კალიგრაფისტის, აკემი ლუკასის, მხატვარ-ილუსტრატორ ტაკეჰიდე ჰარადას, დიპლომატისა და მოყვარული ფოტოგრაფის, იმანიში ტაკაოს ნამუშევართა გამოფენები.
გამოფენა „იაპონური თოჯინების ხელოვნება და სილამაზე“ სიღნაღში
გამოფენებთან ერთად საელჩომ საგანმანათლებლო პროგრამები და მასტერ-კლასები ჩაატარა.
გამოფენა „იაპონური თოჯინების ხელოვნება და სილამაზე“ სიღნაღში
გამოფენა „იაპონური თოჯინების ხელოვნება და სილამაზე“ 17 ოქტომბერს დაიხურება.