კალათბურთი: საქართველომ მსოფლიო ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო

საქართველოს ნაკრები მსოფლიო-2023-ის მომდევნო თამაშს სლოვენიასთან გამართავს
Sputnik
თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik. საქართველოს კალათბურთის ნაკრებმა კუნძულ ოკინავაზე მსოფლიო ჩემპიონატის პირველ მატჩში კაბო-ვერდეს წინააღმდეგ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა - 85:60.
საქართველოს კალათბურთის ნაკრები კაბო-ვერდესთან მატჩში
მეტოქის კალათში პირველი ბურთი გიორგი შერმადინმა ჩააგდო. მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშეები გახდნენ თორნიკე შენგელია (16 ქულა), გოგა ბითაძე (15) და დუდა სანაძე (12).
საქართველოს ნაკრები მსოფლიო-2023-ის მომდევნო თამაშს სლოვენიასთან გამართავს.
საქართველოს კალათბურთის ნაკრები კაბო-ვერდესთან მატჩში
მატჩები საქართველოს ნაკრების ჯგუფში (თბილისის დროით):
28 აგვისტო
12:00 ვენესუელა – კაბო-ვერდე
15:30 საქართველო – სლოვენია
30 აგვისტო
12:00 საქართველო – ვენესუელა
15:30 სლოვენია – კაბო-ვერდე.
მსოფლიო ჩემპიონატი კალათბურთში სამ ქვეყანაში – იაპონიაში, ინდონეზიასა და ფილიპინებზე 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში გაიმართება. გუნდები რვა ჯგუფში გადანაწილდნენ - თითოეულში 4-4 ნაკრებია. თითოეული ჯგუფიდან ორ-ორი საუკეთესო გუნდი ბრძოლას მეორე ჯგუფურ ეტაპზე გააგრძელებს.
საქართველოს კალათბურთის ნაკრები კაბო-ვერდესთან მატჩში
საქართველო F ჯგუფში სლოვენიასთან, კაბო-ვერდესთან და ვენესუელასთან ერთად ითამაშებს. ორი საუკეთესო გუნდი გადავა O ჯგუფში, სადაც დაუპირისპირდება საუკეთესო დუეტს E ჯგუფიდან - ავსტრალია, ფინეთი, იაპონია და გერმანია.