ღვარცოფმა ბაქო-შამახი-ევლახის ტრასა დატბორა - ვიდეო

ადგილზე საგზაო სააგენტოს თანამშრომლები მივიდნენ, მუშაობს უწყების სპეცტექნიკა.
Sputnik
თბილისი, 26 აგვისტო – Sputnik. აზერბაიჯანში ღვარცოფმა ბაქო-შამახი-ევლახის საავტომობილო გზა დატბორა - ათობით მანქანა გაშჭედილია, იუწყება Sputnik-აზერბაიჯანი Telegram-ზე.
გადაუღებელი წვიმით გამოწვეულმა ძლიერმა ღვარცოფმა სამუხის რაიონში იენიკენდ-პოილუს გზა (41-42 კმ) დააზიანა, წერს Trend.az აზერბაიჯანის საავტომობილო გზების სახელმწიფო სააგენტოზე დაყრდნობით.
არსებული ინფორმაციით, შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად სასწრაფო ზომები იქნა მიღებული. შემთხვევის ადგილზე საგზაო სააგენტოს თანამშრომლები მივიდნენ, მუშაობს უწყების სპეცტექნიკა.
„გატარებული გადაუდებელი ღონისძიებების შედეგად გზის მითითებულ მონაკვეთზე უზრუნველყოფილია უსაფრთხო და შეუფერხებელი მოძრაობა, მიმდინარეობს მუშაობა სტიქიით მიყენებული ზარალის აღმოსაფხვრელად“, – ნათქვამია განცხადებაში.