როგორი ამინდი იქნება თბილისში 27 აგვისტოს

Sputnik
თბილისი, 26 აგვისტო – Sputnik. სინოპტიკოსები კვირას, 27 აგვისტოს, თბილისში უმეტესად მოღრუბლულობას ელოდებიან, დროგამოშვებით მზიანი ამინდი იქნება.
ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით 26 გრადუსია, ღამით კი 19 გრადუსი იქნება. ნალექის ალბათობა 10-15%-ია. ღრუბლიანობა - 85%. ქარის სიჩქარე 32 კმ/სთ-ს მიაღწევს.
თბილისში მზე ამოვა 06:21 საათზე. მზის ჩასვლა - 19:43 საათზე.