თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. საქართველოსა და რუსეთს შორის საქონელბრუნვა 2023 წლის იანვარი–ივლისში, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის 25%-ით გაიზარდა და 1,5 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო საქართველოდან რუსეთში ექსპორტი 26%-ზე მეტად გაიზარდა, იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი".
საქართველოსა და რუსეთის საგარეო სავაჭრო ბრუნვა – 2023 წლის იანვარი–ივლისი
მაჩვენებელი | მოცულობა, მლნ დოლარი | ზრდა, % |
ექსპორტი | 416,2 | 26,2 |
იმპორტი | 1.087,5 | 24,2 |
სულ | 1.503,7 | 24,7 |
საანგარიშო პერიოდში საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებულია: 69 ათასი ტონა მინერალური და მტკნარი წყალი, 47,6 ათასი ტონა წყალი, მათ შორის მინერალური და გაზირებული, შაქრის დანამატების შემცველი, 36,5 ათას ტონაზე მეტი ნატურალური ყურძნის ღვინო, თითქმის 36,2 ათასი ტონა ფეროშენადნობები, ასევე 4,8 ათასი ტონა მსუბუქი ავტომობილი და ა.შ.
საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული საქონლის ტოპ-ხუთეული, 2023 წლის იანვარი–ივლისი
საქონელი | მოცულობა, მლნ დოლარი | ზრდა/ვარდნა, % |
ღვინო | 99,2 | 37,4 |
მსუბუქი ავტომობილები | 65,8 | 195,4 |
ფეროშენადნობები | 45,4 | -51,3 |
მინერალური წყალი | 37,8 | 56,6 |
ლიმონათი | 36,8 | 124,9 |
რუსეთიდან შემოვიდა 553,4 ათასი ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები, თითქმის 356 ათას ტონა გაზი, 93,4 ათასი ტონა ხორბლის ან ხორბალი-ჭვავის ფქვილი, 45 ათასი ტონა ნახშირბადოვანი ფოლადი (დაუმუშავებელი) და ა.შ.
საქართველოში რუსეთიდან იმპორტირებული საქონლის ტოპ-ხუთეული, 2023 წლის იანვარი–ივლისი
საქონელი | მოცულობა, მლნ დოლარი | ზრდა/ვარდნა, % |
ნავთობპროდუქტები | 383,3 | 51,3 |
გაზი | 93,9 | 123,5 |
მინის ჭურჭელი | 31,6 | 101,3 |
ნახშირბადოვანი ფოლადი | 27,5 | 38,1 |
ხორბლის ფქვილი | 26,1 | -26,7 |
2022 წელს ქვეყნებმა დაახლოებით 2,5 მილიარდი დოლარის საქონლით ივაჭრეს, რაც 52,3%-ით მეტია 2021 წელთან შედარებით. ამასთან, შარშან საქართველოდან რუსეთში ექსპორტი გაიზარდა 6,8%-ით, ხოლო იმპორტი რუსეთიდან საქართველოში – 79,4%-ით.