მზა გადაწყვეტილებები და ახალი იდეები: ქართველები SputnikPro-ს შთაბეჭდილებებზე

მედიაჯგუფი Россия сегодня-ს თანამშრომლებმა სტუმრებს თავიანთი გამოცდილება გასაგებ ენაზე გაუზიარეს.
Sputnik
თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. მედიაჯგუფ Россия сегодня-ს შენობაში 21-25 აგვისტოს მასტერ-კლასების „SputnikPro ზუბოვსკიზე" მეოთხე სერია გაიმართა.
ჟურნალისტებსა და ბლოგერებს საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, ბელარუსიდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან, ტაჯიკეთიდან და უზბეკეთიდან ჰქონდათ შესაძლებლობა, უფასოდ გაეფართოებინათ ცოდნა რუსული მედიადარგის ერთ-ერთ საუკეთესო სპეციალისტებთან გამოცდილების გაზიარებით.
მედიაჯგუფის თანამშრომლებმა სტუმრებს უამბეს სოციალურ ქსელებთან, ნეიროქსელებთან, დრონებთან და ვირტუალურ რეალობასთან მუშაობის შესახებ. მსმენელმა ასევე მიიღო ინფორმაცია ფოტო- და ვიდეოკონტენტის შექმნისას, სათაურების დაწერისას განსაკუთრებული თავისებურებების შესახებ.
აუდიტორიამ დიდი ინტერესი გამოხატა სპიკერების მიმართ. ხანდახან რთული იყო ლექციის დასრულება, რამდენადაც მონაწილეები მედიაჯგუფის წარმომადგენლებისთვის კითხვების დასმას განაგრძობდნენ. ხანდახან ლექციები აპლოდისმენტებითაც მთავრდებოდა.
SputnikPro-ს მასტერ-კლასი
გარდა ამისა, მონაწილეებმა ერთმანეთისთვის გამოცდილების გაზიარების უნიკალური შესაძლებლობა მიიღეს.
ისინი ამას არა მხოლოდ ლექციებს შორის შესვენებების დროს აკეთებდნენ, არამედ საღამოობითაც, რასაც მზიანი ამინდი უწყობდა ხელს. სემინარების მონაწილეები ერთად ესტუმრნენ მოსკოვის ღირსშესანიშნავ ადგილებს და მეგაპოლისის ცხოვრებას გაეცნენ. ზოგიერთი SputnikPro-ს წყალობით რუსეთის დედაქალაქში პირველად იყო.
რუსული ენის შემსწავლელი ცენტრი „ანბანის" თანამშრომელი ნინო ჯაფარიძე მასტერ-კლასს თავისი ონლაინ-რესურსების გააქტიურებისა და მონეტიზების შესწავლისთვის ესტუმრა.
„ჩვენ ვაკეთებთ პატარა ხიდს რუსულ და ქართულ კულტურებს შორის. ნამდვილად ხარისხიანი კონტენტი გვაქვს, მაგრამ ფართო მასებთან ამის მიტანა და კომერციაზე გასვლა არ ვიცით", – განუცხადა ჯაფარიძემ Sputnik-ის კორესპონდენტს.
მან ასევე აღნიშნა, რომ ქართველები შემოქმედებითი ხალხია, მაგრამ სტრუქტურირება და დისციპლინა მათ, აჯობებს, რუსი ჟურნალისტებისგან ისწავლონ.
ამავე დროს, თავის მხრივ, მან რუს კოლეგებს ურჩია, მასალების დაწერას მეტი სულიერებით მიუდგნენ.
SputnikPro-ს მასტერ-კლასი
„ზოგიერთი რუსული გამოცემა ინფორმაციას მშრალად გადმოსცემს, მე ცოტა სითბოს შევიტანდი", – აღნიშნა მან.
ყაზახური ტელევიზია Хабар-24-ის ქართული წარმომადგენლობის ოპერატორმა შალვა სურამელაშვილმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ რუსულ ჟურნალისტიკაში, ქართულისგან განსხვავებით, მნიშვნელოვნად მეტი ეთიკაა.
„საქართველოში სიტყვის თავისუფლებაა – შეგიძლია ყველაფერი დაწერო და როგორც გინდა დაწერო. მაგრამ ეს ხანდახან ზღვარს გადადის", – განუცხადა მან Sputnik-ის კორესპონდენტს.
როგორც ღონისძიების მონაწილეებმა Sputnik-ის კორესპონდენტთან აღნიშნეს, მასტერ-კლასის მიმდინარეობისას მათ მიიღეს მზა გადაწყვეტილებები და ორიგინალური იდეები, რომელთა რეალიზაცია თავიანთ სამშობლოში მათ საშუალებას მისცემს, გაზარდონ საკუთარი აუდიტორია და გააუმჯობესონ წარმოებული კონტენტის ხარისხი.