საქართველოს ღირსშესანიშნაობები: დენდროლოგიური პარკი შეკვეთილში - ვიდეო

შავი ზღვის სანაპიროზე ერთი უჩვეულო ადგილია. ეს შეკვეთილის დენდროლოგიური პარკია.
Sputnik
გიგანტური ხეებისა და უნიკალური მცენარეების წყალობით პარკი განსაკუთრებით სანახაობრივია. აქ იხილავთ მაგნოლიებს, ევკალიპტებს, სეკვოიებს, ბამბუკების კორომს და უამრავ წიწვოვან ხეს. ოთხი წლის განმავლობაში პარკში ხეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან მოჰქონდათ.
შეკვეთილის დენდროპარკი ქართველი მილიარდერის ბიძინა ივანიშვილის სახსრებით მოეწყო. ავტოსადგომი და პარკში შესვლა უფასოა ყველა სტუმრისათვის, რომელთა რაოდენობაც ყოველდღე ათასებს აღწევს.