ქართულ ციხეებში გზავნილებს „პრადა" შეამოწმებს

„პრადა" ციხეების დაცვის სამსახურის კინოლოგიური დეპარტამენტის პირველი თანამშრომელი გახდა.
Sputnik
თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. პატიმრებისთვის განკუთვნილ ამანათებს სპეციალურად გაწვრთნილი გერმანული ნაგაზი სახელად პრადა შეამოწმებს, ნათქვამია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.
„პრადა" ციხეების დაცვის სამსახურის კინოლოგიური დეპარტამენტის პირველი თანამშრომელი გახდა და ის ამანათებში აკრძალულ ნივთიერებებსა და საგნებს მოძებნის.
სამსახური სხვა ძაღლებსაც გაწვრთნის, რომლებიც ასევე შემოწმების სისტემაში იმუშავებენ.
გერმანული ნაგაზი „პრადა"
კინოლოგიური დეპარტამენტები ამჟამად მოქმედებს საქართველოს აეროპორტებსა და სამაშველო სამსახურში.
საქართველოს ციხეებში აკრძალულია რიგი საგნებისა და ნივთიერებების, მათ შორის, რა თქმა უნდა, ნარკოტიკული ნივთიერებებისა და მედიკამენტების, ასევე იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების შეტანა.