წვიმა, სეტყვა, ქარი - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

24-26 აგვისტოს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, სეტყვა და ქარი.
Sputnik
თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. 24 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან საქართველოს მთიან და მაღალმთიან რაიონებში, ხოლო 25-დან 26 აგვისტოს დღის პირველ ნახევრამდე საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, სეტყვა და ქარი, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.
მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა–გააქტიურება გამოიწვიოს.