სვანეთში მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალი დაიწყო

ფესტივალი ორ საკონკურსო სექციას აერთიანებს – მოკლემეტრაჟიანი ფილმები და ფილმები მთის თემატიკაზე.
Sputnik
თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. სვანეთში, მესტიაში მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა.
მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალი მესტიაში
ტრადიციულად, ფესტივალი ორ საკონკურსო სექციას აერთიანებს – მოკლემეტრაჟიანი ფილმები და ფილმები მთის თემატიკაზე.
მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალი მესტიაში
ფესტივალი გაიხსნა რეჟისორ ზაზა ხალვაშის ფილმით „ლოტო", რომელიც საქართველოსა და ლიეტუვის ერთობლივი პროექტია. გახსნის ღონისძიებაზე გამოვიდა ადგილობრივი ანსამბლი „რიჰო", რომელმაც ქართული ტრადიციული სიმღერები შეასრულა.
მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალი მესტიაში
მაყურებელი 26 აგვისტომდე ნახავს მოკლემეტრაჟიან ფილმებს საქართველოდან, იაპონიიდან, საფრანგეთიდან, ირლანდიიდან, საუდის არაბეთიდან, ყირგიზეთიდან და სხვ.
მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალი მესტიაში
სექციაში „მთის ფილმები" წარმოდგენილი იქნება მხატვრული ფილმები იტალიიდან, პერუდან, ბელგიიდან, მაროკოდან, ინდოეთიდან, გერმანიიდან, ესპანეთიდან და სლოვაკეთიდან.
მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალი მესტიაში
ფესტივალს აშუქებს საერთაშორისო პრესა – ცნობილი კინოპორტალების წარმომადგენელი ჟურნალისტები და ბეჭდვითი გამოცემები კანადიდან, გერმანიიდან, კორეიდან. დამატებითი ინფორმაცია ფესტივალის შესახებ და დეტალური პროგრამა იხილეთ ბმულზე.
მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალი მესტიაში
მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალის დამფუძნებლები არიან „მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი" და რეჟისორი და პროდიუსერი ხათუნა ხუნდაძე.
მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალი მესტიაში
ჩვენება მესტიაში მესამედ იმართება, მისი მხარდამჭერები არიან საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი და კულტურის სამინისტრო.