თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. თბილისის დროით 17:15 საათზე ქალაქ დმანისიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 10 კილომეტრში, სოფელ გორაში 3,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, იუწყება დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი.
მიწისძვრის კერა 2 კმ სიღრმეზე იყო.
ინფორმაცია ნგრევის ან მსხვერპლის შესახებ არ ვრცელდება.