პუშკოვი: BRICS-ის გაერთიანება აუცილებლად ითამაშებს გეოპოლიტიკურ როლს

Sputnik
თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. აშშ-ის ადმინისტრაცია სახის შენარჩუნებას ცდილობს იმ განცხადებით, რომ BRICS-ში გეოპოლიტიკურ კონკურენტს ვერ ხედავს, მიაჩნია რუს სენატორ ალექსეი პუშკოვს.
მანამდე აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები BRICS-ს პოტენციურ გეოპოლიტიკურ მეტოქედ არ განიხილავს.

„აშშ-ის ადმინისტრაცია ცდილობს სახე შეინარჩუნოს, როდესაც ამბობს, რომ BRICS-ს გეოპოლიტიკურ მეტოქედ არ განიხილავს. თუმცა აშკარაა, რომ BRICS, რომელიც არ არის G7, აუცილებლად ითამაშებს გეოპოლიტიკურ როლს", — დაწერა პუშკოვმა Telegram-არხზე.

მისი აზრით, BRICS-ის წევრი ქვეყნებისა და ბლოკის ყველა კანდიდატის ერთსულოვანი უარი რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციების მხარდაჭერაზე „უკვე გეოპოლიტიკური აქტია".
მსოფლიო დღეს
BRICS-ს ხუთი ახალი წევრი ქვეყანა ემატება
BRICS-ის სამიტი იოჰანესბურგში 22-24 აგვისტოს იმართება. მას ჩინეთის, ინდოეთის, ბრაზილიისა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ლიდერები ესწრებიან. რუსეთს საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი წარმოადგენს. პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სამიტში ვიდეოკონფერენციის რეჟიმში მონაწილეობს.
BRICS-ის გაერთიანებაში შედიან ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, თუმცა ბოლო დროს ეკონომიკურ ბლოკში გაწევრიანების სურვილი უკვე გამოხატა 23 სახელმწიფომ, მათ შორის არგენტინამ, ირანმა, ალჟირმა, ტუნისმა, თურქეთმა, საუდის არაბეთმა, ეგვიპტემ.