თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. კიტრის მწნილისა და მისი წვენის რეგულარული მიღება ხელს უწყობს ორგანიზმიდან ტოქსინების იოლად გამოდევნას, აძლიერებს იმუნურ სისტემას და ხელს უშლის დაავადებების განვითარებას, წერს Enson Haber სპეციალისტებზე დაყრდნობით.
როგორც ექიმები აცხადებენ, კიტრის მწნილის წვენი განსაკუთრებით სასარგებლო ხდება, თუ მას თაფლი დაემატება. ასეთი „ჯადოსნური ნაზავი“, რომელსაც ანტიბიოტიკის თვისებები აქვს, ძალიან სასარგებლოა:
კუჭისა და საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის,
ნახველის მოსაშორებლად,
ანთებითი პროცესების ჩასაქრობად.
ექიმების თქმით, მწნილის თაფლიანი წვენი შეგიძლიათ კვირაში ერთხელ მიირთვათ. მართალია, ის სასიამოვნო გემოსი არ არის, მაგრამ სამაგიეროდ მთელ ორგანიზმს „განაახლებს“.
გარდა ამისა, კიტრის მწნილის წვენი, მასში შემავალი სასარგებლო ბაქტერიების წყალობით:
აღადგენს ენერგიას და სხეულს ახალი ძალებით ავსებს,
ამშვიდებს კუნთების სპაზმებს,
დიდი ხნით უნარჩუნებს ორგანიზმს წყლის ბალანსს,
აქრობს უსიამოვნო სუნს პირის ღრუში — კამისა და ძმრის ანტიბაქტერიული თვისებების წყალობით,
აუმჯობესებს თირკმელზედა ჯირკვლის მუშაობას და, შესაბამისად, ხელს უშლის თირკმელებთან დაკავშირებული დაავადებების განვითარებას,
აბალანსებს სისხლში შაქრის დონეს – იცავს დიაბეტით დაავადებულებს შაქრის დონის მოულოდნელი მატების ან დაცემისგან.
მოთხოვნა კიტრის მწნილზე
ექიმების თქმით, თუ მოულოდნელად კიტრის მწნილი მოგინდათ, თირკმლების ულტრაბგერითი კვლევა უნდა ჩაიტაროთ, ვინაიდან მსგავსი მოთხოვნილება მაშინ ჩნდება, როცა თირკმლებთან ან შარდ-სასქესო სისტემის პრობლემებთან გვაქვს საქმე.
გარდა ამისა, არსებობს ასეთი მოთხოვნილების სხვა მიზეზებიც: ორგანიზმის დამცავი ძალების მკვეთრი დაქვეითება, ან მეტაბოლიზმის გაძლიერება, რაც, შესაძლოა, ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერაქტივობით იყოს განპირობებული.
გარდა ამისა, არსებობს ასეთი მოთხოვნილების სხვა მიზეზებიც: ორგანიზმის დამცავი ძალების მკვეთრი დაქვეითება, ან მეტაბოლიზმის გაძლიერება, რაც, შესაძლოა, ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერაქტივობით იყოს განპირობებული.
მნიშვნელოვანია გახსოვდეთ
ექიმები გვაფრთხილებენ, რომ არსებობს ჯანმრთელობის პრობლემები და დაავადებები, რომელთა შემთხვევაშიც კიტრის მწნილი მავნებელია ადამიანისთვის. ეს დაავადებებია:
ჰიპერტონია,
ათეროსკლეროზი,
შარდ-კენჭოვანი დაავადება,
ნეფრიტი,
პიელონეფრიტი,
ჰეპატიტი,
ქოლეცისტიტი,
კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადებები.
გარდა ამისა, სპეციალისტები ამბობენ, რომ დიდი რაოდენობით მჟავე კიტრის ჭამა იწვევს წნევის მკვეთრ ვარდნას და ამასთან აძლიერებს მადას.
ბავშვებსა და ორსულ ქალებს მედიკოსები ურჩევენ, არ მიირთვან დიდი რაოდენობით კიტრის მწნილი.
გაითვალისწინეთ: სტატიაში მოყვანილი რჩევები საინფორმაციო ხასიათისაა და პრეტენზია არ აქვს პროფესიულ სამედიცინო რეკომენდაციებზე. ნებისმიერი ვარჯიშის დაწყებამდე თუ კვების რაციონში ცვლილებების შეტანამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან!
წყარო: Enson Haber