თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. ბოლნისის რაიონის სოფელ ჭაპალში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომლის შედეგად 16 წლის მოზარდი ადგილზე გარდაიცვალა.
ტელეკომპანია „TV პირველის" ინფორმაციით, მოზარდის გარდა ავტომობილში კიდევ ორი ახალგაზრდა იმყოფებოდა. ინფორმაცია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არ ვრცელდება.
ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.