მსოფლიო დღეს

ინციდენტი სუეცის არხში: ერთმანეთს ორი ტანკერი შეეჯახა

Sputnik
თბილისი, 23 აგვისტო — Sputnik. სუეცის არხში ინციდენტი მოხდა — ორი ტანკერი ერთმანეთს შეეჯახა, იუწყება სერვისი Marine Traffic, რომელიც ხომალდების მოძრაობას აკვირდება.
გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია თხევადი გაზის ტანკერზე Burri (კაიმანის კუნძულები) და BW Lesmes-ზე (სინგაპური), რომელსაც ნავთობპროდუქტები გადაჰქონდა.
სერვისი აქვეყნებს ვიდეოს, რომელზეც ტანკერების მოძრაობა და მათი შეჯახების მომენტია ასახული.
სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
წყარო: Marine Traffic