თბილისი, 23 აგვისტო — Sputnik. ერთი ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაშავდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მომხდარი ავარიის შედეგად, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
შემთხვევა სოფელ მანავის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ბაკურციხიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მსუბუქი ავტომანქანა მოცურდა და ჯერ მსუბუქ ავტომობილს, შემდეგ კი მიკროავტობუსს შეეჯახა.
ძლიერი შეჯახების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა 32 წლის ქალი, რომელიც არაბთა გაერთიანებული საამიროების მოქალაქეა.
რაც შეეხება დაშავებულ შვიდ მგზავრს, ექიმების განმარტებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.