სეტყვამ სამცხე-ჯავახეთის მცხოვრებლებს სერიოზული ზარალი მიაყენა

განსაკუთრებით დაზარალდა ოთხი სოფლის მოსახლეობა, რომლებსაც ხორბლის მოსავალი ჯერ არ აუღიათ.
Sputnik
თბილისი, 22 აგვისტო – Sputnik. ძლიერი სეტყვის გამო სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ადიგენის რაიონის მცხოვრებლებს სერიოზული ზარალი მიადგათ, იტყობინება ტელეკომპანია „იმედი“.
სტიქიის შედეგად განადგურებულია ხორბლის, ხილისა და სხვა კულტურების მოსავალი. განსაკუთრებით დაზარალდა ოთხი სოფლის მოსახლეობა, რომლებსაც მოსავალი ჯერ არ ჰქონდათ აღებული.
სეტყვისგან მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია დაადგენს, იუწყება ტელეარხი.