თურქეთის მოქალაქეს მებაჟეებმა ცეცხლსასროლი იარაღი აღმოუჩინეს

საქმის მასალები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეგზავნა.
Sputnik
თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. სარფში მებაჟეებმა საქართველოს ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო ვაზნების შემოტანის მცდელობა აღკვეთეს, იუწყება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.
მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე თურქეთის მოქალაქის ავტომობილის შემოწმებისას ცეცხლსასროლი იარაღი და 40 ცალი საბრძოლო ვაზნა აღმოაჩინეს.
საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.