ბათუმში 26-ე სართულიდან უცხოელი გადმოვარდა

ინციდენტი დღეს, დილით, დაახლოებით 8 საათზე მოხდა.
Sputnik
თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. ბათუმში საცხოვრებელი კომპლექსი „ორბი სითის" 26-ე სართულიდან უცხოეთის მოქალაქე გადმოვარდა და დაიღუპა, იუწყება მედიაცენტრი „მთავარი".
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა სამშაბათს, დაახლოებით 08:00 საათზე მოხდა.
როდესაც შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა მივიდა, მამაკაცი უკვე გარდაცვლილი იყო.
რომელი ქვეყნიდან იყო მამაკაცი, უცნობია. ადგილზე პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.