თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე მდებარე მაღაზია „ვაიკიკის“ შენობაში ხანძარი იყო, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
თვითმხილველების ინფორმაციით, ცეცხლი ორსართულიანი შენობის სახურავზე დამონტაჟებული კონდიციონერის გარე აგრეგატებს გაუჩნდა.
ხანძარი აღმაშენებელზე
© photo: Sputnik / Stringer
ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.