თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. ბათუმში, ასათიანის ჩიხში სამი ადამიანი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილია მამა და მისი ორი შვილი.
სროლას წინ საყოფაცხოვრებო ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტი უძღოდა.
შემთხვევა მოხდა ერთ-ერთ ავტოსახელოსნოში, სადაც დაშავებულები მუშაობდნენ.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები გამოცხადდნენ. პირი, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროდა, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დამატებითი დეტალები ამ დროისათვის უცნობია.