კუს ტბის საბაგირო ხვალ დილიდან არ გაიხსნება

მერიის ინფორმაციით, კუს ტბის საბაგირო გზაზე ტექნიკური სამუშაოებია დაგეგმილი.
Sputnik
თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. კუს ტბის საბაგირო გზა 23 აგვისტოს, 10:00 საათის ნაცვლად, მგზავრებისთვის 13:00 საათიდან გაიხსნება, იუწყება თბილისის მერია.
როგორც უწყებაში განმარტავენ, საბაგირო გზას გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოები ჩაუტარდება.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია თბილისელებს და დედაქალაქის სტუმრებს ბოდიშს უხდის შექმნილი დისკომფორტისთვის.
კუს ტბა თბილისელებისთვის დასვენებისა და გართობის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია. ტბის მიმდებარე ტერიტორია კეთილმოწყობილია სასეირნო ბილიკებით, სპორტული მოედნებით, აქვე ფუნქციონირებს რამდენიმე კაფე და რესტორანი. კუს ტბის ჩრდილოეთ ფერდობზე განთავსებულია ეთნოგრაფიული მუზეუმი, რომელიც საქართველოს მინიატურული მოდელია. კუს ტბაზე მოხვედრა შეიძლება როგორც ავტომობილით, ისე საბაგირო გზით.