მსოფლიო დღეს

ზელენსკი: უკრაინა მზადაა გაცვალოს ბელგოროდი ნატოში გაწევრიანებაზე

Sputnik
თბილისი, 21 აგვისტო — Sputnik. უკრაინა მზად არის, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების სანაცვლოდ მხოლოდ რუსეთის ქალაქი ბელგოროდი დათმოს, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
შესაბამისი განცხადება ზელენსკიმ დანიაში ვიზიტისას, ავიაბაზა სკრიდსტრუპზე დანიის პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიქსენთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

„ტერიტორიების გაცვლა? ჩვენ მზად ვართ გავცვალოთ ბელგოროდი ნატოში გაწევრიანებაზე“, — უპასუხა ზელენსკიმ ჟურნალისტების შეკითხვას.

მანამდე, გასული კვირის დასაწყისში ნატოს გენერალური მდივნის ოფისის ხელმძღვანელმა სტიან იენსენმა განაცხადა, რომ მშვიდობის მისაღწევად უკრაინას რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილზე უარის თქმა შეუძლია. ამის სანაცვლოდ კი ქვეყანა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების რეალურ შანსს მიიღებს.
იენსენის განცხადებამ უკრაინაში საზოგადოებრივი რეზონანსი გამოიწვია. მოგვიანებით, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების კრიტიკის შემდეგ, იენსენმა თავის სიტყვებს „შეცდომა" უწოდა და განმარტა, რომ მან ეს „მომავლის შესაძლო სცენარების შესახებ ფართო დისკუსიის" კონტექსტში თქვა.
მსოფლიო დღეს
სრულიად მიუღებელია: კიევი ნატოს წარმომადგენლის განცხადებას გამოეხმაურა
თუმცაღა უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო დროს დასავლელ პოლიტიკოსთაგან სულ უფრო ხშირად ისმის განცხადებები, რომ უკრაინა ვერ შეძლებს რუსეთის მიერ დაკავებული ტერიტორიების სამხედრო გზით გათავისუფლებას, და რომ კრემლთან მოლაპარაკებების დაწყება გარდაუვალია. კიევი უარყოფითად რეაგირებს ამგვარ განცხადებებზე.
უკრაინის მოსაზღვრე ბელგორდის ოლქი და თავად ქალაქი ბელგორდი რეგულარულად იცხრილება უკრაინის სამხედრო ძალების მიერ. ბელგოროდის ოლქის მცხოვრებლებმა არაერთხელ მიმართეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მათი დაცვის მოთხოვნით. რეგიონის ხელისუფლება ადგილობრივ მოსახლეობას უფრო უსაფრთხო ადგილებში ევაკუაციისკენ მოუწოდებს.
ამასთან რუსული მხარე აცხადებს, რომ უკრაინამ 4 ივნისს სამხრეთ დონეცკის, არტიომოვსკისა და ზაპოროჟიეს მიმართულებით დაწყებულ კონტრშეტევაში ვერანაირ წარმატებას ვერ მიაღწია, რითაც „დასავლელ კურატორებს იმედები გაუცრუა“.
ზელენსკის დანიურ განცხადებას უკვე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. უწყების ოფიციალური წარმომადგენლის მარია ზახაროვას თქმით, უკრაინის ლიდერის სიტყვები „გადაჭარბებული დოზის“ ბრალია.