თბილისი, 21 აგვისტო — Sputnik. ცნობილი ხორვატი პიანისტი მაქსიმ მრვიცა (Maksim Mrvica), რომელიც შერეული სტილის შემსრულებელი - კროსოვერია, საქართველოში კონცერტით 26 ოქტომბერს გამოვა, იუწყებიან ორგანიზატორები.
მუსიკოსი კონცერტს გამართავს მსოფლიო ტურნეს ფარგლებში საკონცერტო შოუ-პროგრამით MAKSIM – The Collection („მაქსიმ - კოლექცია").
„მაქსიმი კლასიკური კროსოვერის ყველაზე წარმატებული და ყველაზე გაყიდვადი კროსოვერი პიანისტია მსოფლიოში. მაქსიმის მუსიკალურმა სტილმა დაარღვია საზღვრები მუსიკალურ ჟანრებს შორის, კლასიკური და კინო-მუსიკიდან პოპ- და ელექტრონულ მუსიკამდე, EMI, Sony და Universal-თან თანამშრომლობით", – წერენ ორგანიზატორები.
მრვიცამ ფორტეპიანოზე დაკვრა 9 წლისამ დაიწყო. ის არის რუბინშტეინის საერთაშორისო კონკურსის, ასევე პონტუაზის საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული.
მრვიცა გამოსულა ისეთ პრესტიჟულ საკონცერტო დარბაზებსა და ღონისძიებებზე, როგორიცაა Roundhouse ლოინდონში, Suntory Hall ტოკიოში, Great Hall of the People პეკინში, სიდნეის საოპერო თეატრში, Mercedes-Benz Arena შანხაიში, CCTV Spring Gala Festival და სხვ.
მაქსიმი ასრულებს კომპოზიციებს ფილმებიდან „ნოსტრადამუსი", „დედოფლის ბოჰემური რაფსოდია", „მისია შეუსრულებელია", „კარიბის ზღვის მეკობრეები" და სხვ.