ბათუმში ავტობუსში მამაკაცი მგზავრებს სროლით ემუქრებოდა

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს.
Sputnik
თბილისი, 21 აგვისტო – Sputnik. ბათუმში საზოგადოებრივ ტრანსპორტში ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი მგზავრებსა და მძღოლს დაუპირისპირდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცს სასიგნალო იარაღი (ე.წ. სტარტოვკა) ჰქონდა, რისი გასროლითაც იმუქრებოდა.
ადგილზე პოლიცია გამოიძახეს. სამართალდამცველებმა მამაკაცი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს.