თბილისი, 21 აგვისტო — Sputnik. საქართველოში 21 და 22 აგვისტოს დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, სეტყვა და ქარი, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.
ამინდის გაუარესება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, განსაკუთრებით, მთიან და მაღალმთიან რაიონებშია მოსალოდნელი.
მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა–გააქტიურება გამოიწვიოს.