თბილისი, 20 აგვისტო — Sputnik. ფორუმ „არმია-2023-ს" მილიონზე მეტი ადამიანი ესტუმრა, მასში მონაწილეობა 83 უცხოური სახელმწიფოს წარმომადგენელმა მიიღო, იუწყებარუსეთის თავდაცვის სამინისტრო.
„საერთაშორისო სამხედრო-ტექნიკურმა ფორუმმა „არმია-2023-მა", რომელიც პოდმოსკოვიეში ტარდებოდა, მუშაობა დაასრულა. შვიდი დღის განმავლობაში მისი ღონისძიებები 1 093 285 ადამიანმა დაათვალიერა ", — აცხადებენ უწყებაში.
აღსანიშნავია, რომ ფორუმში მონაწილეობა მიიღეს 83 ქვეყნის თავდაცვის უწყებების დელეგაციებმა, ხოლო მისი ჩატარების დროს 29 ორმხრივი შეხვედრა გაიმართა.
„არმია-2023" 14-20 აგვისტოს გაიმართა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარ საგამოფენო არენაზე „პატრიოტი", და ასევე რუსეთის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სამხედრო-პატრიოტული პარკის კულტურისა და დასვენების ობიექტებზე, ალაბინოს პოლიგონსა და კუბინკის აეროდრომზე.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, წელს ფორუმის მონაწილე უცხოური კომპანიების რაოდენობა ორჯერ გაიზარდა. ეროვნულ ექსპოზიციებს წარმოადგენდა ექვსი სახელმწიფო: ბელორუსია, ვიეტნამი, ინდოეთი, ირანი, ჩინეთი, პაკისტანი. სულ დაახლოებით 1,5 ათასმა ადგილობრივმა და უცხოურმა საწარმოებმა წარმოადგინეს 28 ათასზე მეტი სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ნიმუში.