მხატვარ რუსუდან ხიზანიშვილის ნამუშევრები სეულში გამოიფინება

რუსუდანის კაშკაშა ნახატები აოცებს თავისი კოლორიტულობითა და ფანტაზიით
Sputnik
თბილისი, 20 აგვისტო – Sputnik. ქართველი მხატვარი რუსუდან ხიზანიშვილი თავის ნამუშევრებს წარადგენს სეულში, გამოფენაზე სახელწოდებით Velvet Armor, რომელიც 6 სექტემბრიდან 30 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში გაიმართება.
„ძალიან ამაყი ვარ, რომ წარმოვადგენ ჩემს ქვეყანას საქართველოს, როგორც პირველი ქართველი ხელოვანი პერსონალური გამოფენით სამხრეთ კორეის რესპუბლიკაში. არ გამოტოვოთ, თუ სეულში იქნებით, მობრძანდით ჩვენთან", - წერს მხატვარი სოციალურ ქსელში.
რუსუდან ხიზანიშვილი ცხოვრობს და მუშაობს თბილისში. 1994-1998 წლებში სწავლობდა ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო კოლეჯში, 2003 წელს მიიღო ბაკალავრის ხარისხი თბილისის სამხატვრო აკადემიაში, 2005 წელს კი სახვითი ხელოვნების მაგისტრის ხარისხი.
რუსუდან ხიზანიშვილი თბილისში ცხოვრობს და მუშაობს. დამთავრებული აქვს თბილისის სამხატვრო აკადემია. 1994-1998 წლებში სწავლობდა ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო კოლეჯში, 2003 წელს მიიღო ბაკალავრის ხარისხი თბილისის სამხატვრო აკადემიაში, 2005 წელს - სახვითი ხელოვნების მაგისტრის ხარისხი.
მხატვარი რუსუდან ხიზანიშვილი და მისი ნახატები
მხატვარი თანამშრომლობს სხვადასხვა გალერეასა და ფესტივალთან. ძირითადად მუშაობს ფერწერაში, ქმნის კოლაჟებს, დგამს საინტერესო ექსპერიმენტებს ბეჭდური გრაფიკის სფეროში.