არასრულწლოვანი დამნაშავეები და მსხვერპლები საქართველოში - ბოლო მონაცემები

სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებული 14-დან 18 წლამდე ასაკის 256 პირიდან 15 უკვე იხდიდა პირობით სასჯელს.
Sputnik
თბილისი, 20 აგვისტო – Sputnik. 2023 წლის პირველ ნახევარში სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ არასრულწლოვანთა რაოდენობამ 256 პირი შეადგინა, მათი ძირითადი ნაწილი ქურდობაშია ბრალდებული, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
უწყების ცნობით, სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებული 14-დან 18 წლამდე ასაკის 256 პირიდან 15 უკვე იხდიდა პირობით სასჯელს. „საქსტატის“ ცნობით, არასრულწლოვანებს ბრალი ედებათ შემდეგ დანაშაულებში:
182 - ქურდობაში
15 - ყაჩაღურ თავდასხმაში
19 - ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენებაში
16 - ძალადობაში
4 - ოჯახურ ძალადობაში
26 - ძარცვაში
4 - თაღლითობაში
1 - ფულის გათეთრებაში
ამავდროულად, „საქსტატის“ ინფორმაციით, სისხლის სამართლის დანაშაულის მსხვერპლად 18 წლამდე ასაკის 767 პირი აღიარეს, მათგან 335 ოჯახური ძალადობის მსხვერპლია, 103 - სექსუალური დანაშაულის, 17 - გაუპატიურების.
კიდევ 90 ბავშვი აღიარებულია მუქარის მსხვერპლად, 103 - ცემის, 81 - სატრანსპორტო დანაშაულის, 50 - ქურდობის მსხვერპლად.
გარდა ამისა, ოთხი ბავშვი იძულებითი ქორწინების მსხვერპლია, ხუთი - ადამიანით ვაჭრობის, ორი - მკვლელობის, ერთი მკვლელობის მცდელობის მსხვერპლია, 21 - დაშავებულია.
საქართველოში მოქმედებს კანონი არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ, რომლის შედეგადაც გამარტივებულია არასრულწლოვანის სისხლის სამართლის დანაშაულის მსხვერპლად აღიარების პროცედურა, ხოლო არასრულწლოვანთა წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული განსაკუთრებული კონტროლის ქვეშაა აყვანილი.
რაც შეეხება პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხს, ის რეგულირდება სპეციალური კანონმდებლობით და გულისხმობს უფრო რბილი სასჯელის გამოყენებას, ვიდრე ზრდასრულთათვის.