ადამიანის თვითშეფასების დონის დასადგენად ფსიქოლოგებმა არაერთი რთული ტესტი და მეთოდიკა შექმნეს, რომელთა ონლაინ გავლა ადაპტირებული ვერსიის გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია.
ქვემოთ გთავაზობთ ყველაზე მოკლე და მარტივ ტესტს, რომელიც დაგეხმარებათ განსაზღვროთ, რამდენად მაღალია ან დაბალი თქვენი თვითშეფასების დონე.
უპასუხეთ კითხვებს მაქსიმალურად პატიოსნად და შეძლებისდაგვარად სწრაფად.
იცოდეთ, რაც უფრო დიდხანს იფიქრებთ პასუხზე, მით მეტია რისკი იმისა, რომ პასუხი მცდარი იყოს. ამით კი საკუთარ თავს მოატყუებთ.
ინსტრუქცია: შემოთავაზებული ხუთიდან მოინიშნეთ პასუხის ის ვარიანტი, რომლებიც ყველაზე ზუსტად ასახავს თქვენს მდგომარეობას. ესენია:
ძალიან ხშირად — 4 ქულა;
ხშირად — 3 ქულა;
ხანდახან — 2 ქულა;
იშვიათად — 1 ქულა;
არასდროს — 0 ქულა.
თუ მზად ხართ, დავიწყოთ
ტესტის კითხვები
უსაფუძვლოდ ვღელავ ხოლმე
მინდა, რომ მხარი დამიჭირონ და გამამხნევონ ხოლმე
მეშინია, რომ სულელურად არ გამოვიყურებოდე
მაღელვებს საკუთარი მომავალი
ჩემი კოლეგები და მეგობრები ჩემზე უკეთ გამოიყურებიან
გარშემო ბევრს არ ესმის ჩემი
არ მეხერხება ლამაზად ლაპარაკი და საუბარში ჩართვის მეშინია
ჩემგან ძალიან ბევრს ითხოვენ
თავს შებოჭილად ვგრძნობ
მეჩვენება, რომ რაღაც უსიამოვნო შემემთხვევა
მაღელვებს სხვათა აზრი ჩემ შესახებ
მეჩვენება, რომ ადამიანები ზურგს უკან ლაპარაკობენ ჩემზე
თავს სრულიად უსაფრთხოდ არ ვგრძნობ
ვერავის ვუზიარებ გრძნობებსა და აზრებს
ჩემი მიღწევები და წარმატებები არავის აინტერესებს
დაითვალეთ ქულები
0-10 ქულა: გადაჭარბებული თვითშეფასების დონე გაქვთ. მეტად თავდაჯერებული ბრძანდებით და არ საჭიროებთ ირგვლივ მყოფთა შექებას. ამასთან, საერთოდ არ გაინტერესებთ მათი აზრი თქვენ შესახებ.
11-30 ქულა: თვითშეფასების დონე სრულიად ჯანსაღი გაქვთ. მართალია, გაინტერესებთ ირგვლივ მყოფთა აზრი თქვენ შესახებ, მაგრამ ძალიანაც არ ნერვიულობთ, თუ მათი მოსაზრება თქვენსას არ ემთხვევა.
30 ქულაზე მეტი: თქვენს თვითშეფასებას „შეკეთება“ ესაჭიროება. ახლობლების კრიტიკა თუ მოსაზრება თქვენ შესახებ ძალიან ახლოს მიგაქვთ გულთან. ამასთან, ხშირად გაშფოთებთ მომავალი, ეჭვი შეგაქვთ საკუთარ შესაძლებლობებში, მძიმედ იღებთ გადაწყვეტილებებს და გაშინებთ სიახლეები.