სამეგრელოში მოპედის მძღოლი დაიღუპა

ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა
Sputnik
თბილისი, 19 აგვისტო – Sputnik. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მიქავაში ავარიის შედეგად მოპედის მძღოლი დაიღუპა, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი არხი“.
ტელეარხის ცნობით, შეჯახება მაშინ მოხდა, როცა მოპედი შემხვედრ ზოლზე გადავიდა.
ავარიის ზუსტ მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს. ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.