თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. ადიდებულმა ხევმა დაბა სტეფანწმინდისა და სოფელ გერგეტის მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი".
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დატბორილია გზები და რამდენიმე სახლის პირველი სართულები. უკვე დაწყებულია უამინდობის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები. გატარდა სათანადო ღონისძიებები, მათ შორის, გერგეტში მდებარე კოტეჯების მიმდებარე ტერიტორიაზე.
ადგილზე იმყოფებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. მათი თქმით, მოსახლეობა უსაფრთხოდაა და მათ საშიშროება არ ემუქრება.