თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დიდი სხვაობით უსწრებს ყველა პოტენციურ კანდიდატს რესპუბლიკური პარტიიდან, რომლებიც მზად არიან მონაწილეობა მიიღონ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. ამის დასტურია აშშ-ის საზოგადოებრივი კვლევის პლატფორმა FiveThirtyEight-ის მონაცემები.
გამოკითხვის თანახმად, დონალდ ტრამპს, როგორც მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატს, რესპუბლიკური პარტიის წევრების 53,8% უჭერს მხარს.
სხვა კანდიდატების მაჩვენებლები ასე გადანაწილდა:
ფლორიდის გუბერნატორი რონ დესანტისი — 15%,
ამერიკელი ბიზნესმენი ვივეკ რამასვამი — 7,4%,
აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მაიკლ პენსი — 5,5%,
სამხრეთ კაროლინის ექს-გუბერნატორი ნიკი ჰელი — 3,7%.
რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატების პირველი დებატები 23 აგვისტოს გაიმართება. დონალდ ტრამპის თქმით, რესპუბლიკელებს შორის საპრეზიდენტო დებატებში მონაწილეობას აზრი არ აქვს, ვინაიდან ის ბევრად უსწრებს თავის კონკურენტებს.
დემოკრატებს შორის აბსოლუტური ლიდერია მოქმედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. პარტიის მხარდამჭერთა 64,9% მზად არის ხმა მას მისცეს.
ბაიდენის მთავარ მეტოქეს, რობერტ კენედი-უმცროსს დემოკრატების მხოლოდ 14,3% ემხრობა.