თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. 15 წლის ბიჭის სიცოცხლე იმსხვერპლა ავტოავარიამ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოში გუშინ საღამოს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
მოზარდი ველოსიპედით მოძრაობდა, რა დროსაც ავტომობილი დაეჯახა. როდესაც ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა მივიდა, მოზარდი უკვე გარდაცვლილი იყო.
როგორც ტელეკომპანია იუწყება, არსებული ინფორმაციით, მძღოლი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
ადგილზე ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები ავტოავარიის მიზეზების დასადგენად.