მოსაზრება: უკრაინამ ნატო ღალატში დაადანაშაულა

Sputnik
მიხეილ კატკოვი
კიევსა და დასავლეთს შორის დიპლომატიური სკანდალი დაიწყო. ნატოს გენერალური მდივნის ოფისის ხელმძღვანელმა სტიან იენსენმა განაცხადა, რომ უკრაინას შეუძლია შევიდეს ალიანსში რუსეთისგან ზოგიერთი სადავო ტერიტორიის დათმობის სანაცვლოდ. ეს მალევე შეფუთეს და განაცხადეს, რომ ჟურნალისტებმა ყველაფერი არასწორად გაიგეს.
მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ მანამდე სხვადასხვა პოლიტიკოსები „კორეული სცენარის" შესახებ საუბრობდნენ, მსოფლიოში ეს განცხადება სერიოზულად აღიქვეს. რისთვის ამზადებენ კიევის რეჟიმს – იხილეთ რია ნოვისტის მასალაში.

მიწის საკითხი

იენსენმა ბოდიში მოიხადა. თუმცა უკრაინის ხელისუფლება აღშფოთებულია. საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ოლეგ ნიკოლენკომ მსგავს საუბრებს აბსოლუტურად მიუღებელი უწოდა. მან ხაზი გაუსვა, რომ კიევი არ ვაჭრობს ტერიტორიებით, ხოლო კანცელარიის ხელმძღვანელის გამონათქვამმა „რუსეთის სასარგებლოდ იმუშავა“.
პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხეილ პოდოლიაკი იენსენის განცხადებას "პუტინის ტრიუმფად" მიიჩნევს. მისი აზრით, ასეთი შეთანხმება მხოლოდ იმას გამოიწვევს, რომ საბრძოლო მოქმედებები მომდევნო თაობებს გადაეცემა. საპარლამენტო ფრაქცია "ხალხის მსახურის" ხელმძღვანელი დავით არახამია დარწმუნებულია, რომ ტერიტორიებზე უარის თქმა "რუსეთის აგრესიას" გააღვივებს.
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დმიტრი მედვედევმა დააზუსტა, რომ იქ ყველა ტერიტორია "უაღრესად სადავოა". კერძოდ, მისი თქმით, ნატოში გაწევრიანებამდე უკრაინას მოუწევს უარი თქვას კიევზე და დედაქალაქი ლვოვში გადაიტანოს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ იენსენის გამოსვლა შეაფასა როგორც იმის ნიშანი, რომ აშშ-ში უკრაინის კეისისგან დაიღალნენ.
„მათ რაღაც უნდა გააკეთონ, რათა აჩვენონ, რომ ცდილობენ იმ ჩიხიდან გამოსვლას, რომელშიც მთელი მსოფლიო ჩააგდო თეთრმა სახლმა ლიბერალური ჯგუფის ხელმძღვანელობით. და იწყება კიდეც მსგავსი „შემოგდებები“, — აღნიშნა ზახაროვამ.

მშვიდობა ტერიტორიის სანაცვლოდ

წლის დასაწყისში შვეიცარიულმა გამოცემამ Neue Zürcher Zeitung გამოაქვეყნა სტატია, სადაც ნათქვამია, რომ შეერთებულმა შტატებმა რუსეთსა და უკრაინას საბრძოლო მოქმედებების დასრულება შესთავაზა მათი ამჟამინდელი შედეგების აღიარებით.
პარლამენტიორის რანგში დაზვერვის ცენტრალური ბიუროს დირექტორი უილიამ ბერნსი გამოვიდა, რომელიც მოსკოვსა და კიევს ეწვია. მაგრამ დაპირისპირებულმა მხარეებმა უარი თქვეს. ორივე დედაქალაქში ამ ინფორმაციას უარყოფენ.
ახლა, როდესაც ნათელი გახდა, რომ უკრაინის კონტრშეტევა ჩავარდა, დასავლური მედია ამ თემას დაუბრუნდა. მაგალითად, ჟურნალმა The Economist-მა აღნიშნა, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება შესაძლებელია მხოლოდ რუსეთთან ტერიტორიული დავის მოგვარების შემთხვევაში.
ამასთან, გამოცემა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამ გზით კიევი დაძლევს სხვაობას ბრძოლაში მიზნების მიღწევის უნარსა და იმას შორის, რისთვისაც დასავლეთი მზად არის ფული გასცეს.
ინტერნეტ-რესურსი EUobserver აღნიშნავს, რომ დღეს არსებული "სამშვიდობო გეგმების" უმრავლესობა ტერიტორიების გაცვლაზეა დაფუძნებული. ბევრი დამკვირვებელი გაღიზიანებულია კიევის შეუწყნარებლობის გამო, რადგან არავის სურს ხანგრძლივი შეიარაღებული დაპირისპირება.
ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ვილნიუსის სამიტის წინ უკრაინის ალიანსში ნაწილ-ნაწილ მიღების წინადადება წამოაყენა, და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისა და გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიულ პრეცედენტზე მიუთითა.
უკრაინულ მედიაში სულ უფრო ხშირად საუბრობენ "კორეულ სცენარზე". ანუ, რუსეთის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიები უნდა გახდეს "ჩრდილოკორეული ჯოჯოხეთი", ხოლო დანარჩენ უკრაინას დასავლეთი სასწაულებრივად გადააქცევს "ყვავილოვან ბაღად".

საცდელი ბურთი

პოლიტოლოგი ალექსანდრ დუდჩაკი იენსენის გამოსვლას ნიადაგის შესწავლის მცდელობად მიიჩნევს.
„ისინი, ვინც საბრძოლო მოქმედებებიდან ფულს შოულობენ, ყვირიან, რომ ეს არის ინტერესების დათმობა. მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ომის დასრულება სურთ. მოსკოვი მზადაა განიხილოს ეს წინადადება, მაგრამ უნდა ვიფიქროთ შედეგებზე. სპეცოპერაციის შეწყვეტამ შესაძლოა მომავალში მისი განახლება გამოიწვიოს, როდესაც კიევი კვლავ იგრძნობს ძალას. უმჯობესია გაგრძელდეს მანამ, სანამ უკრაინა ვეღარაფერს მოეჭიდება“, — უთხრა მან „რია ნოვოსტის“.
პოლიტოლოგი სერგეი მარკოვი მიიჩნევს, რომ ნატოში გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული.

„საბაზისო სცენარად რჩება რუსეთის სამხედრო დამარცხება, მაგრამ ასევე განიხილება ალიანსში უკრაინის ნაწილობრივი გაწევრიანების ვარიანტები. მოსკოვს ეს არ აწყობს. მთავარი მიზანი — დემილიტარიზაცია და დენაციფიკაციაა. ანუ ჩვენ გვერდით არ უნდა იყოს ისეთი ანტაგონისტი, როგორიც, მაგალითად, ინდოეთსა (პაკისტანი) და ისრაელს (პალესტინა) ჰყავთ", — აღნიშნა ექსპერტმა.

მისი თქმით, კომპრომისების ძიება შესაძლებელია, მაგრამ ყოველი მათგანი საბოლოო ჯამში რუსეთის მხრიდან დათმობას ნიშნავს. ამ თვალსაზრისით ის ეთანხმება დუდჩაკს: კიევის პარტნიორები საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას შეაფასებენ არა როგორც კონფლიქტის დასრულებას, არამედ როგორც დასვენებას მეორე რაუნდის წინ.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე