თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. რეჟისორ ელენე ნავერიანის ფილმი „შაშვი შაშვი მაყვალი" ევროპული კინოაკადემიის პრემიის ლისტში მოხვდა.
European Film Awards-ის პრემია ევროპულ კინოში მიღწევებისთვის გაიცემა. წელს დაჯილდოების ცერემონია 9 დეკემბერს ბერლინში გაიმართება.
ევროპის კინოაკადემიის საბჭომ შეარჩია 19 ფილმი, რომელთა შორის მოხვდა ქართული სრულმეტრაჟიანი ფილმიც. შორტ-ლისტი სექტემბერში გამოქვეყნდება.
ფილმი „შაშვი შაშვი მაყვალი" თამთა მელაშვილის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით არის გადაღებული. ნაწარმოები 2021 წელს „საბას" ლიტერატურული პრემიის გამარჯვებულია ნომინაციაში „წლის საუკეთესო რომანი". სიუჟეტის ცენტრშია 48 წლის პროვინციელი ქალის ისტორია.
ფილმის „შაშვი შაშვი მაყვალის" მსოფლიო პრემიერა კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა, რომელიც 2023 წლის 16-27 მაისს ჩატარდა.