თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. ფესტივალი Agvisto fest თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს 19 აგვისტოს დედაენის პარკში ეპატიჟება.
ორგანიზატორები ფესტივალის სტუმრებს მრავალფეროვან პროგრამას, საჩუქრებს, სიურპრიზებსა და გასართობ კონკურსებს ჰპირდებიან.
გარდა ამისა, სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ შეარჩიონ მათი საყვარელი წიგნი და გასინჯონ ქართული სამზარეულოს კერძები.
ღონისძიება 18:00 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.