რიკოთის უღელტეხილზე მუშა დაიღუპა

Sputnik
თბილისი, 18 ივლისი – Sputnik. რიკოთის უღელტეხილზე სურამი–ჩუმათელეთის გზის მონაკვეთის მშენებლობაზე დასაქმებული ერთი მუშა დაიღუპა, ერთი კი დაშავდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
ტელეკომპანიის ცნობით, დაღუპული ჩინეთის, დაშავებული კი საქართველოს მოქალაქეა.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა იმ საამქროს ტერიტორიაზე მოხდა, სადაც მშენებლობისთვის საჭირო კონსტრუქციებს ამზადებენ.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.