თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული თანხის შემოტანის ფაქტები აღკვეთეს, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, მებაჟეებმა სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების როგორც ფიზიკური, ისე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერებისას არადეკლარირებული 10,8 ათასი ევრო, 169,3 ათასი აშშ დოლარი და 3,3 ათასი შეკელი აღმოაჩინეს.
არადეკლარირებული თანხის საერთო რაოდენობამ, ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით, 478.117,52 ლარი შეადგინა.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევი მოქალაქეები სანქციის სახით ჯამში 47.811,75 ლარით დაჯარიმდნენ.