სარფში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოავლინეს

კონტრაბანდული სამკაულების მთლიანი ღირებულება 16.585,94 ლარს შეადგენს.
Sputnik
თბილისი, 18 აგვისტო – Sputnik. მებაჟე ოფიცრებმა საბაჟო-გამშვებ პუნქტ „სარფში“ არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების როგორც ფიზიკური, ისე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად საერთო ჯამში 198,91 გრამი არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოავლინეს.
ოქროს ნივთების საბაჟო ღირებულებამ 16.585,94 ლარი შეადგინა.
კანონდამრღვევ მოქალაქეებს, საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, სანქციის სახით შეეფარდათ ფულადი ჯარიმა 17.317,45 ლარის ოდენობით.