რუსეთმა შესაძლოა უნგრეთს გაზი „თურქული ნაკადის" გავლით მიაწოდოს

ბუდაპეშტი არ გეგმავს რუსეთიდან გაზის მიღების შეწყვეტას, რადგან ფიზიკურად შეუძლებელია უნგრეთის ნავთობითა და ბუნებრივი აირით უზრუნველყოფა რუსული ენერგორესურსების გარეშე.
Sputnik
თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. გაზის მოცულობა, რომელიც უნგრეთში რუსეთიდან უკრაინის გავლით შედის, შეიძლება გადამისამართდეს „თურქულ ნაკადზე", თუ 2024 წლის შემდეგ ტრანზიტი შეჩერდება, განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრმა პიტერ სიიარტომ, იუწყება РИА Новости.
რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე სატრანზიტო შეთანხმებას ვადა 2024 წელს ეწურება.

„უნგრეთმა დროულად მიიღო ზომები, რათა დივერსიფიკაციის მცდელობები ეხებოდეს არა მხოლოდ წყაროებს, არამედ მარშრუტებსაც... ბოლოს და ბოლოს, რატომ არის საჭირო მარშრუტები, თუ არ არის წყაროები და რატომ არის საჭირო წყაროები, თუ მარშრუტები არ არის? გაზის მიწოდებას ორივე სჭირდება“, – განაცხადა სიიარტომ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს გაზსადენი „თურქული ნაკადი", რადგანაც მისი გამტარუნარიანობა უნგრეთამდე 8,5 მილიარდი კუბური მეტრია და მას შეუძლია სრულად მოიცვას რუსეთიდან უნგრეთში გრძელვადიანი კონტრაქტით შემოსული გაზის მთელი მოცულობა.
მარტში სიიარტომ განაცხადა, რომ ბუდაპეშტი არ გეგმავს რუსეთიდან გაზის მიღების შეწყვეტას, რადგან ფიზიკურად შეუძლებელია უნგრეთის ნავთობითა და ბუნებრივი აირით უზრუნველყოფა რუსული ენერგორესურსების გარეშე.