თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. 2023 წლის 1 იანვრიდან 31 ივლისის პერიოდში საქართველოდან აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის მოცულობა 27,7%-ით გაიზარდა და 787,5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ყველაზე დიდი ზრდა დაფიქსირდა მოცვის (118%), ცხვრის (66%), მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის (65%), უალკოჰოლო გაზიანი სასმელების (62.5%) და ლოკოკინების (49%) ექსპორტზე.
ამასთან, საქართველოდან ექსპორტირებულია 18,2 მლნ დოლარის ღირებულების მოცვი, 15,3 მლნ დოლარის ღირებულების ცხვარი, 36 მლნ დოლარის ღირებულების მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, 67,1 მლნ დოლარის ღირებულების უალკოჰოლო გაზიანი სასმელები და 368,4 ათასი დოლარის ლოკოკინა.
შვიდ თვეში ექსპორტზე ასევე გავიდა:
ღვინო -150,5 მლნ დოლარი (+24,3%)
სპირტიანი სასმელები - 98.8 მლნ დოლარი (+46.1%)
მინერალური და მტკნარი წყლები - 77.1 მლნ დოლარი (+38.2%)
თევზის ცხიმი - 15.2 მლნ დოლარი (+35% )
დაფნა - 9.0 მლნ დოლარი (21%)
საქართველოდან აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი განხორციელდა აშშ-ში, თურქეთში, აზერბაიჯანში, სომხეთში, უკრაინაში, ჩინეთში, რუსეთსა და სხვა ქვეყნებში.