საშიში სიმპტომები ენაზე ჩანს: დასახელდა B12-ის დეფიციტის ადრეული ნიშნები

Sputnik
თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. ვიტამინი B12 საკვანძო როლს ასრულებს ადამიანის ნერვულ სისტემაში, ამიტომ თუ მის დეფიციტს არ უმკურნალებთ, ამან შეიძლება შეუქცევადი ნევროლოგიური დაზიანებები გამოიწვიოს, წერს გამოცემა Daily Express.
შესაბამისად, აუცილებელია, რომ ადამიანმა ექიმის მეშვეობით აკონტროლოს ამ ვიტამინის დონე სისხლში. თუმცა, სპეციალისტების თქმით, არსებობს ნიშანი ენაზე, რომელიც B12-ის ნაკლებობაზე პირდაპირ მეტყველებს.

„ენა ჯანმრთელობის მდგომარეობის ზოგადი მარკერია და ხშირად იძლევა საშუალებას დავადგინოთ, არის თუ არა სისხლში B12-ის დეფიციტი“, — წერს გამოცემა.

ბრიტანელი ექიმების თქმით, თუ ენის გვერდები უსწორმასწორო, ანუ დაკბილული ხდება და შეინიშნება ჩაღრმავებები, ეს პირდაპირ მეტყველებს ვიტამინების დეფიციტსა თუ ჰორმონალურ დისბალანსზე.
„დაკბილული ენა ჩნდება მაშინ, როდესაც ორგანიზმი საკმარისი რაოდენობის ვიტამინებსა და მინერალურ ნივთიერებებს არ იღებს, განსაკუთრებით, B12 რიბოფლავინს, და ამან შეიძლება ენის გადიდებაც გამოიწვიოს“, — განმარტავენ ბრიტანელი ექიმები.
ამასთან, ენაზე ცვლილებები, გარდა B12-ის დაბალი დონისა, ასევე შეიძლება მეტყველებდეს სხვა მინერალური ნივთიერებების დეფიციტზეც. მაგალითად, თუ ენა სივდება, წითლდება და მტკივნეული ხდება, ე.ი. საქმე გვაქვს აღნიშნული ვიტამინის, ასევე რკინის დეფიციტთან.
მედიკოსების თქმით, B12-ის ნაკლებობის სხვა ადრეული ნიშნებია:
ცნობიერების აღრევა;
განწყობის ცვლა;
თავის ტკივილი;
აუხსნელი სისუსტე;
ჩხვლეტები ხელებსა და ფეხებში.
B12-ის ნაკლებობა ძირითადად აღენიშნება მათ, ვის რაციონშიც ცხოველური წარმოშობის პროდუქტები არ შედის. ანუ ვეგანები და ვეგეტერიანელები განსაკუთრებით მოწყვლადები არიან ამგვარი დეფიციტის მიმართ.