მსოფლიო დღეს

სრულიად მიუღებელია: კიევი ნატოს წარმომადგენლის განცხადებას გამოეხმაურა

Sputnik
თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. საუბარი უკრაინის ნატოში გაწევრიანების სანაცვლოდ ტერიტორიების დათმობაზე სრულიად მიუღებელია, უკრაინა არ ვაჭრობს ტერიტორიებით, განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ოლეგ ნიკოლენკომ ნატოს გენერალური მდივნის ოფისის ხელმძღვანელ სტიან იენსენის განცხადების პასუხად.

„ყოველთვის მიგვაჩნდა, რომ ალიანსი, ისევე, როგორც უკრაინა, არ ვაჭრობს ტერიტორიებით. ნატოს ჩინოვნიკების შეგნებული თუ გაუცნობიერებელი საუბრები უკრაინის მიერ თავისი ტერიტორიების დათმობის შესაძლებლობაზე რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს“, — დაწერა ნიკოლენკომ სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ამის ნაცვლად, ევროატლანტიკური უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, ჯობს განხილვები უკრაინის გამარჯვებისა და ნატოში მისი სრულფასოვანი გაწევრიანების დაჩქარებას ეხებოდეს.
მანამდე იენსენმა ნორვეგიულ გამოცემა VG-სთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანების ერთ-ერთი გზა — შესაძლოა რუსეთისთვის ზოგი ტერიტორიის დათმობა იყოს. თუმცა იქვე დაამატა: „მე არ ვამბობ, რომ ეს ასე უნდა იყოს. მაგრამ ეს შეიძლება ერთ-ერთი გამოსავალი იყოს“.