თბილისი, 16 აგვისტო – Sputnik. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ლეგენდარული ქართველი მორაგბის ბესარიონ ლილუაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
ლილუაშვილი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ 69 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ბესარიონ ლილუაშვილი ქართველ მორაგბეთა პირველი თაობის წარმომადგენელი იყო. იგი კარიერის განმავლობაში ასპარეზობდა ქუთაისის „აიაში'', „ლოკომოტივსა'' და „ჩოხატაურში''.
ბესარიონ ლილუაშვილი
© Сourtesy of Ministry of Culture, Sport and Youth of Georgia
ბესარიონ ლილუაშვილი იყო საბჭოთა კავშირის სამგზის ჩემპიონი და ორგზის ბრინჯაოს პრიზიორი, ერთა თასის ორგზის ვერცხლის და ორგზის ბრინჯაოს პრიზიორი.
ლილუაშვილმა 1989-1990 წლებში საქართველოს ნაკრებში სამი მატჩი ჩაატარა.